LIVE

აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები პროფკავშირის შესაქმნელად იბრძვიან

05 თებ 202215:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 500
აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები პროფკავშირის შესაქმნელად იბრძვიან

შეერთებული შტატების კონგრესის პერსონალის ნაწილმა პროფკავშირის შესაქმნელად ბრძოლა დაიწყო. საორგანიზაციო კომიტეტის წევრების განცხადებით, თანამშრომლებს სურთ კოლექტიური მოლაპარაკებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მრავალფეროვნება, Covid-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოება, დაცვა სექსუალური შევიწროებისგან და სტაგნაციური ხელფასი, რომელიც შეიძლება იყოს $29,000-მდე წელიწადში.

თანამშრომლები ამბობენ, რომ პროფკავშირის შექმნა სარგებელს მოუტანს კანონმდებლებს, რადგან ხელს შეუწყობს თანამშრომელთა გადინების შემცირებას, მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და შენარჩუნებას.

ორგანიზაციის სამართლებრივი დაცვის არარსებობის გამო, ჯგუფი პროფკავშირის შექმნას ერთი წლის განმავლობაში კონფიდენციალურად აორგანიზებდა. უახლოეს კვირებში ისინი კანონმდებლებს გაერთიანების ნებაყოფლობით აღიარების თხოვნით მიმართავენ. ორგანიზაცია ამჟამად არ არის სხვა არსებული პროფკავშირის წევრი.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ და სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა პროფკავშირის შექმნას მხარი დაუჭირეს. 

პელოსის სპიკერმა, დრიუ ჰემილმა Twitter-ზე დაწერა, რომ თანამშრომლებს “აქვთ ორგანიზების უფლება. როცა თანამშრომლები აირჩევენ ამ უფლების გამოყენებას, ექნებათ პელოსის სრული მხარდაჭერა”. 

დემოკრატი ენდი ლევინი კოლეგებთან ერთად მომავალ კვირას გეგმავს რეზოლუციის წარდგენას, რომელიც გააფართოებს კოლექტიური მოლაპარაკების უფლებებს პალატის თანამშრომლებისთვის, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს სენატის გარეშე.

ინიციატივა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობას წააწყდება რესპუბლიკელი კანონმდებლებისგან, რომელთაგან ბევრი მტრულად განწყობილია საჯარო მოხელეთა პროფკავშირების მიმართ.

დაბალი რანგის თანამშრომლები წლების განმავლობაში უჩივიან დაბალ ანაზღაურებას, ხანგრძლივ სამუშაო საათებს და მძიმე სამუშაო პირობებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ეიდელსონი და ბილი ჰაუსი