LIVE

კობი ბრაიანტის ოჯახმა მეტავერსში სავაჭრო ნიშნის ფლობაზე განაცხადი შეიტანა

06 თებ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 826
კობი ბრაიანტის ოჯახმა მეტავერსში სავაჭრო ნიშნის ფლობაზე განაცხადი შეიტანა
Getty Images

კობი ბრაიანტის ოჯახმა მეტავერსში ბრაიანტის ვირტუალური პროდუქტისთვის სამ სავაჭრო ნიშანზე შეტანა განაცხადი.

სავაჭრო ნიშნებზე განაცხადში შედის Kobe Bryant-ი და Mamba Forever ისეთი ციფრული ნივთებისთვის, როგორიცაა ტანსაცმელი, სამკაულები, ავატარები, ემოციები, სათამაშოები და სავაჭრო ბარათები. ასევე, Mambacita, რაც კობი ბრაიანტის ქალიშვილთან, ჯიანასთან არის კავშირში.

ბრაიანტების ოჯახმა გასული წლის განმავლობაში მრავალი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, რომლებიც მოიცავს ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ღვინოს Kobe-ის კომპანიის ქვეშ. კომპანია ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ კალათბურთის ლეგენდის ყველა სავაჭრო ნიშანს აერთიანებს.

სპორტულ ინდუსტრიაში სულ უფრო პოპულარული ხდება ვირტუალური საქონელი. მაგალითისთვის, Nike-მა Roblox-ის პლატფორმაზე საკუთარი ციფრული სამყარო შექმნა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბეშინი და ლუკ მაგრასი