LIVE

შვედეთი კოვიდრეგულაციებს აუქმებს

03 თებ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 692
შვედეთი კოვიდრეგულაციებს აუქმებს
Bloomberg

შვედეთი მომავალი კვირიდან ყველა მოქმედ კოვიდრეგულაციას აუქმებს. ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა და საავადმყოფოებში მართვადი სიტუაციის გამო მიიღო. 

”დროა, კვლავ გავხსნათ შვედეთი. პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ის სრულიად ახალ ფაზაშია",- თქვა პრემიერმინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო COVID-19-ს სოციალურად კრიტიკულად არ მიიჩნევს. 

რეგულაციების გაუქმების მიუხედავად, შვედეთის მთავრობა მოსახლეობას კვლავ ურჩევს, რომ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და სიმპტომების ქონის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში. 

შვედეთში მოსახლეობის თითქმის 74% სრულად ვაქცინირებულია. 

რამდენიმე დღის წინ მსგავსი გადაწყვეტილება დანიამ მიიღო. ქვეყანაში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები 31 იანვარს მოიხსნა, მიუხედავად, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ იუნგშტედტი