ჯეფ ბეზოსის ახალი გიგანტური სუპერიახტა დასრულების ფაზაშია, მაგრამ მის მფლობელთან მიტანას ხიდის დემონტაჟი სჭირდება.
417 ფუტის სიგრძის იახტა, კოდური სახელწოდებით Y721, ნიდერლანდებში, ალბლასერდამში Oceanco-ს მიერ იქმნება. იმისთვის, რომ იახტამ ოკეანემდე მიაღწიოს, მას როტერდამის ფოლადის ღირსშესანიშნავი ხიდის, De Hef-ის გავლა მოუწევს. De Hef-ის ცენტრალური ნაწილი შეიძლება 130 ფუტის სიმაღლეზე ამაღლდეს ჰაერში, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი იახტის სამი გიგანტური ანძის გასავლელად.
როტერდამის სპიკერის, ფრენსის ვან ჰეისტის თქმით, ბეზოსის იახტის გასავლელად ქალაქი ხიდის ცენტრალური მონაკვეთის დროებით დაშორებაზე თანახმაა. ინფორმაცია ოთხშაბათს NL Times-მა გაავრცელა.
“Deze man heeft zijn geld verdiend door het uitknijpen van personeel, het ontwijken van belastingen/regelgeving en nu moeten wij ons mooie rijksmonument afbreken? Dat gaat echt een brug te ver” aldus @StephanLeewis die hierover een debat heeft aangevraagd.https://t.co/C5GvEztQcu
— GroenLinks Rotterdam (@groenlinksrdam) February 2, 2022
Y721 ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცურავი იახტა იქნება, რომელიც ოდესმე ნიდერლანდებში აშენებულა. როტერდამის საბჭოს პროექტის ლიდერმა მარსელ უოლრევენსმა ქალაქის გადაწყვეტილება, დაუშვას ხიდის დემონტაჟი, დაიცვა. მან ადგილობრივ მაუწყებელს Rijnmond-ს განუცხადა, რომ ეს არის ერთადერთი ალტერნატივა პროექტის დასასრულებლად, რომელსაც მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ვან ჰეისტის თქმით, ხიდის დემონტაჟის ხარჯებს Oceanco აანაზღაურებს. სავარაუდოა, რომ ამ ხარჯებიდან გარკვეული ნაწილი ბეზოსს გადაეცემა, მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანს, რომლის ქონება $175,8 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ De Hef-ი როტერდამის, როგორც გემთმშენებლობის კერის სამრეწველო მემკვიდრეობის ხატად ითვლება და მისი ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ ცნობებმა ადგილობრივ მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევონ პედლტონი და ფრედ პალსი