LIVE

Covid-ინფიცირებულ HIV პაციენტს ვირუსის 21 მუტაცია განუვითარდა - კვლევა

31 იან 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
Covid-ინფიცირებულ HIV პაციენტს ვირუსის 21 მუტაცია განუვითარდა - კვლევა

კვლევის თანახმად, სამხრეთ აფრიკელ ქალს, რომელიც არაადეკვატურად ნამკურნალები ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV) იტანჯებოდა და ცხრა თვის განმავლობაში ატარებდა Covid-19-ის ინფექციას, სხეულში ვირუსის სულ მცირე 21 მუტაცია განუვითარდა.

მას შემდეგ, რაც 22 წლის გოგონამ HIV-ის სამკურნალოდ ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიიღო და მისი იმუნური სისტემა გაძლიერდა, მან Covid-19 ინფექციის დაძლევა 6-დან 9 კვირაში შეძლო. 

კვლევა აძლიერებს მტკიცებას, რომ Covid-19 შეიძლება სწრაფად განიცდიდეს მუტაციას იმუნოსუპრესიულ პირებში, მაგალითად, მათში, ვინც არ იღებს HIV-ის სამკურნალო მედიკამენტებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი ვარიანტების განვითარება. ბეტა ვარიანტი, რომლითაც კვლევაში მონაწილე პაციენტი იყო ინფიცირებული, სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ისევე როგორც ომიკრონი.

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი აივ ეპიდემია ფიქსირდება, სადაც HIV ვირუსით 60 მილიონი ადამიანიდან 8,2 მილიონია ინფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ კვლევა არ ყოფილა მიმოხილული დარგის სხვა ექსპერტების მიერ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენტონი სგუზინი