LIVE

სახლებში გაზქურიდან მეთანი მუდმივად ჟონავს - კვლევა

29 იან 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1870
სახლებში გაზქურიდან მეთანი მუდმივად ჟონავს - კვლევა
Canva

შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად, გაზის ღუმელებიდან მცირე რაოდენობის მეთანი მუდმივად ჟონავს, მაშინაც კი, როცა გამორთულია. კვლევა კალიფორნიაში ჩატარდა და ჟურნალ Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნდა. 

კვლევამ, რომელიც ამოწმებდა სახლებში არსებულ გამონაბოლქვის დონეს, შეშფოთება გამოიწვია შიდა ჰაერის ხარისხსა და ჯანმრთელობაზე აზოტის ოქსიდის დონის გამო.

მაშინაც კი, როდესაც გაზქურები გამორთულია, აშშ-ში ყოველწლიურად გაზის ღუმელები ჰაერში 2,4 მილიონი ტონა მეთანის ნახშირორჟანგს გამოყოფენ. ეს არის წელიწადში 500 000 მანქანის სათბურის გაზების ეკვივალენტი.

“ისინი მუდმივად უშვებენ მცირე რაოდენობით მეთანს ატმოსფეროში”,- ამბობს კვლევის თანაავტორი რობ ჯექსონი, სტენფორდის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი.

კვლევაში ნათქვამია, რომ მეთანის ეს რაოდენობა 6,2 მილიონი ტონა ნახშირორჟანგს აჭარბებს, რომელსაც გაზქურები ჰაერში გამოყოფენ მათი გამოყენებისას და გაზის წვისას. მეთანი არის სათბურის გაზი, რომელიც ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგი, მაგრამ არ რჩება ატმოსფეროში იმდენ ხანს და არც ისე უხვადაა ჰაერში.

მეთანის გაჟონვა არ არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს აზოტის ოქსიდების მაღალი დონე. მიუხედავად იმისა, რომ მეთანი არ შეიცავს აზოტს, აზოტის ოქსიდები ბუნებრივი აირის ღუმელებში წვის ქვეპროდუქტია და ადამიანებმა ყოველთვის უნდა გამოიყენონ გამწოვები და დარწმუნდნენ, რომ აქვთ სათანადო ვენტილაცია.

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში გაორმაგდა და პლანეტის დათბობის დაახლოებით 20% შეიძლება მიეწეროს გაზს, იტყობინება National Geographic.

მეთანი, რომელიც გამოიყოფა ატმოსფეროში დაწვამდე, საზიანოა გარემოსთვის, რადგან შეუძლია სითბოს დაჭერა, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.

გარემოს დაცვის ფონდის განცხადებით, მეთანის ემისიების შემცირების ქმედებები დაუყოვნებლივ დადებით გავლენას მოახდენს კლიმატზე.