LIVE

Moderna ომიკრონის საწინააღმდეგო "ბუსტერის" გამოცდას იწყებს

27 იან 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 902
Moderna ომიკრონის საწინააღმდეგო "ბუსტერის" გამოცდას იწყებს
I-Hwa Cheng/Bloomberg

Moderna-მ Covid-19-ის ომიკრონ შტამზე მიმართული ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გამოცდა დაიწყო. კომპანია აცხადებს, რომ კლინიკურ კვლევაში პირველი მონაწილე უკვე ჩაერთო. 

Moderna-ს განცხადებამდე ერთი დღით ადრე Pfizer-მა განაცხადა, რომ დაიწყო ომიკრონის ვაქცინის კლინიკური კვლევა, რომელშიც 1400 ადამიანი მიიღებს მონაწილეობს. 

კონკურენტი კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად გამოუშვას ვაქცინა, რომელიც ეფექტური იქნება ომიკრონის შტამის წინააღმდეგ.  

Moderna ვაქცინას, სახელწოდებით mRNA-1273.529, გამოცდის 600 ზრდასრულ ადამიანზე, რომელმაც მიიღეს არსებული ვაქცინა, მათ შორის 300 აცრილია მხოლოდ ორი დოზით, მეორე ნახევარს კი გაკეთებული აქვს მე-3, "ბუსტერ" დოზაც. მკვლევრები შეისწავლიან ვაქცინის როგორც უსაფრთხოებას, ასევე ეფექტურობას.

იმის გათვალისწინებით, რომ Covid-19 მუდმივად განიცდის მუტაციას, ვაქცინის მწარმოებლები ცდილობენ დაადგინონ, რა იქნება უფრო ეფექტური ახალი შტამების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სპეციფიკურად ომიკრონის წინააღმდეგ მიმართული "ბუსტერ" დოზა. მეორე ვარიანტია ვაქცინა, რომელიც სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ იქნება ეფექტური. Moderna ამჟამად პირველ ვარიანტს ცდის, თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ განიხილება მისი მრავალვალენტიან გამაძლიერებელ პროგრამაში ჩართვაც. 

ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ Moderna-ს არსებული ვაქცინის სამი დოზა, მე-3 დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ კვლავ აქვთ ანტისხეულების საკმარისი დონე ომიკრონის გასანეიტრალებლად. თუმცა, "ბუსტერის" შემდეგ, ომიკრონის წინააღმდეგ მებრძოლი ანტისხეულების დონე უფრო სწრაფად დაეცა, ვიდრე ეს პირველად გავრცელებული ვარიანტის შემთხვევაში ხდებოდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლანგრეტი