LIVE

დათმობა არ იქნება - ბაიდენის პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე

26 იან 202223:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 8603
დათმობა არ იქნება - ბაიდენის პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე
Angela Weiss/Alexey Druzhinin/Getty Images

შეერთებული შტატები არ წავიდა დათმობაზე რუსეთის მთავარ მოთხოვნებზე - არ მიიღონ უკრაინა და საქართველო ნატოში და ალიანსმა შეწყვიტოს სამხედრო ძალებისა და ტექნიკის განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში. წერილობითი პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა. განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

წერილობითი პასუხის პათოსია, რომ აშშ არ გადაუხვევს “ძირითად პრინციპებს”, როგორიცაა ნატოს ღია წევრობის პოლიტიკა და ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ევროპაში.

ბლინკენის თქმით, დოკუმენტი ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატების პოზიციებში “არ არის ცვლილებები და არც იქნება”. მისი თქმით, რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი ასევე შეიცავს “სერიოზულ” წინადადებებს დიპლომატიური გზის შესახებ უკრაინის გარშემო მზარდი დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

აშშ-ის პასუხი მოიცავს მოლაპარაკებების პოტენციალს შეტევითი რაკეტების განთავსებაზე და სამხედრო წვრთნებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებს, როდესაც რუსეთი უკრაინის საზღვართან მობილიზებულ ჯარს გაიყვანს.

ენტონი ბლინკენი ელის, რომ უახლოეს დღეებში კვლავ ისაუბრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რათა გაიგოს, როგორ რეაგირებს პასუხზე რუსეთი, მაგრამ თქვა, რომ მთლიანად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული რუსეთის რეაქცია.