LIVE

Oscar de la Renta მეორადი გაყიდვების ბიზნესში ფართოვდება

26 იან 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
Oscar de la Renta მეორადი გაყიდვების ბიზნესში ფართოვდება
Oscar de la Renta

Oscar de la Renta-ს მოყვარულები მალე დიზაინერის ვინტაჟური კაბების შეძენას ისეთი სატელევიზიო შოუებიდან შეძლებენ, როგორიცაა Sex and the City და Succession. მოდის სახლი მეორადი გაყიდვების ბიზნესში ფართოვდება.

გასული წლის ნოემბრიდან დიზაინერი წარსული კოლექციებიდან ნივთებს თავის მეორადი გაყიდვების მაღაზიაში, Encore-ში კურირებს. კომპანია მეორადი ნივთების ავთენტიფიკაციას ახდენს, აღადგენს და აგზავნის ისე, რომ მომხმარებელს ისეთივე დონის მომსახურება მიაწოდოს, როგორც მის ტრადიციულ მაღაზიებში.

მოდის სახლის ლოჯისტიკასა და გადახდებს კომპანია Archive-ი უზრუნველყოფს, რომელიც გადაყიდვის ბიზნესშია სპეციალიზებული და კომპანიებს კლიენტებისა და მათი შესყიდვების შესახებ ინფორმაციას აწვდის. Archive-ს ასევე იყენებენ სხვა მეორადი გაყიდვების ბიზნესები, მათ შორის North Face-ის Renewed Marketplac-ი და Dagne Dover-ის Almost Vintage-ი.

პლატფორმამ ახლახან მოიზიდა დამატებით $8 მილიონის ინვესტიცია, რამაც მის საერთო დაფინანსება დაახლოებით $10 მილიონამდე გაზარდა.

Oscar de la Renta-ს გეგმები და Archive-ის დაფინანსება ხაზს უსვამს მეორადი გაყიდვების ბაზრის მზარდ პოპულარობას ინვესტორებში. BofF Insights-ის მიხედვით, სეგმენტი ამჟამად $130 მილიარდად არის შეფასებული. ბაზარზე დომინირებს ისეთი მსხვილი პლატფორმები, როგორიცაა RealReal და Poshmark-ი.

მოდის სახლმა პირველი პარტიიდან 40 ცალი ვინტაჟური ნივთი უკვე გაყიდა. კომპანია მეორე პარტიას დღეს გამოუშვებს, რომელშიც 31 საკულტო კაბა იქნება წარმოდგენილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტინ პარისი