LIVE

აშშ-ში მსხვილი ბიზნესისთვის დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაცია უქმდება

26 იან 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1077
აშშ-ში მსხვილი ბიზნესისთვის დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაცია უქმდება

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია მსხვილ ბიზნესის თანამშრომლებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციისა და ტესტირების განკარგულებას აუქმებს

რეგულაციით, თუ კომპანიას 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავს, ისინი ან სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებული ან ჩაიტარონ რეგულარული კოვიდტესტირება და ატარონ პირბადეები. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციამ (OSHA) ბიზნესისთვის ამგვარი რეგულაციის დაწესებით უფლებამოსილებას გადაამეტა. 

რეგულაციის გაუქმების მიუხედავად, OSHA მოუწოდებს დასაქმებულებს აიცრან და ამით თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილზე COVID-19-ით გამოწვეული მუდმივი საფრთხე. 

რეგულაცია 80 მილიონ ადამიანს შეეხო. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.