LIVE

ყავის ფასი იზრდება

26 იან 202215:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 808
ყავის ფასი იზრდება

ნიუ-იორკში ყავის ფასი ვაჭრობის ოთხი სესიის განმავლობაში პირველად გაიზარდა. ფინანსურ ბაზრებზე საქონელმა აღდგენა დაიწყო.

არაბიკას ფიუჩერსების ფასი 2,3%-ით, $2,384-მდე გაძვირდა. გაიზარდა რობუსტას ფასებიც.

როგორც ჩანს, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად, რისკიანი აქტივებისგან დისტანცირების განწყობის ფონზე, ბაზარი აღდგენას იწყებს. ამასთან, ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან პოლიტიკის აგრესიული გამკაცრების მოლოდინი ინვესტორებს უფრო უსაფრთხო აქტივებისგან უბიძგებს. 

არაბიკას ფასები გასულ წელს მიწოდების დეფიციტის გამო გაიზარდა. მოვაჭრეები ამჟამად ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში ყავის ყველაზე დიდი მიმწოდებელია, ამინდს აკვირდებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მუმბი გიტაუ