LIVE

ბიტლზის ნამუშევრები და ნივთები NFT-ის აუქციონზე გაიყიდება

26 იან 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
ბიტლზის ნამუშევრები და ნივთები NFT-ის აუქციონზე გაიყიდება
ew

ბიტლზის ნივთები, მათ შორის ჯონ ლენონის სამოსი და პოლ მაკ-კარტნის ხელნაწერები, ციფრულ აუქციონზე გაიყიდება.

აუქციონის დაწყების შესახებ ჯონ ლენონის შვილმა, ჯულიან ლენონმა განაცხადა.

NFT-ის აუქციონზე გაიყიდება აუდიოვიზუალური საკოლექციო ნივთები, მათ შორის, მამის მიერ ლენონისთვის ნაჩუქარი რამდენიმე გიტარა, ჯონ ლენონის ავღანური “ჯადოსნური საიდუმლო” ქურთუკი და შავი კეპი, რომელიც მას ფილმში “დახმარება” ეხურა. ასევე აუქციონზე გამოიტანენ ნოტებს პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი ცნობილი სიმღერისთვის Hey Jude.

“NFT-ის კოლექციით, შემიძლია ექსკლუზიური წვდომა მივცე მფლობელებს სპეციალურ ნივთებზე, რომლებიც ძვირფასია და ასე გავაგრძელო მამის მემკვიდრეობა ახლებურად”,- განუცხადა ლენონმა Rolling Stone-ს.

Julien's-ისა და Yellow Heart NFT-ის პარტნიორობით ორგანიზებული ონლაინ აუქციონი 7 თებერვალს გაიმართება, თუმცა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

შემოსავლის ნაწილი ჯულიან ლენონის ფონდს გადაეცემა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: Press Association