LIVE

24 საათში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25 იან 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 840
24 საათში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, გარდაიცვალა 42 ადამიანი. 

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 075 154-ს შეადგენს. სულ გამოჯანმრთელდა 972 745 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 14 774 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით.

24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21.24%-ია, ბოლო 14 დღის - 14.15%, ხოლო 7 დღის - 18.01%.

დღეს ქვეყანაში დადასტურებული 15 762 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 8 357 შემთხვევა. რაც შეეხება რეგიონებს: აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 721, კახეთი - 626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 74.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 87 609, საიდანაც 4 595 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით, მძიმე პაციენტია 963 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი. 2 064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 80 950 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში კი, 30 ადამიანია მოთავსებული.