LIVE

ნიკოლენკო: სახდეპის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო

24 იან 202214:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 617
ნიკოლენკო: სახდეპის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ საელჩოს თანამშრომლების ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. ამის შესახებ ოლეგ ნიკოლენკო Twitter-ზე წერს. 

"მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ უცხო ქვეყნების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, გვჯერა, რომ ასეთი ნაბიჯი ნაადრევია და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია",- წერს ნიკოლენკო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანის ბრძანება გასცა. პირველ რიგში ნაკლებად მნიშვნელოვან თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს გაიყვანენ. შეერთებულმა შტატებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ევაკუაცია.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, რომ არ გაემგზავრონ უკრაინასა და რუსეთში არსებული დაძაბულობისა და "აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ შევიწროების საფრთხის გამო".