LIVE

ნიდერლანდებში პროტესტის ნიშნად მუზეუმები სილამაზის სალონებად და სპორტდარბაზებად გადაკეთდნენ

20 იან 202212:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1298
ნიდერლანდებში პროტესტის ნიშნად მუზეუმები სილამაზის სალონებად და სპორტდარბაზებად გადაკეთდნენ
AP Photo

ნიდერლანდებში მუზეუმები და თეატრები კორონავირუსული ზომების გასაპროტესტებლად დროებით სალონებად და სპორტულ დარბაზებად გადაკეთდნენ.

ოთხშაბათის პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ზოგიერთი ბიზნესისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გულისხმობს. გადაწყვეტილების მიხედვით, ზომების შემსუბუქება არ ეხება მუზეუმებსა და თეატრებს.

გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად რამდენიმე თეატრმა, საკონცერტო დარბაზმა და მუზეუმმა დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმი ღიაა სალონური მომსახურების გასაწევად, ხოლო ფრანს ჰალსის მუზეუმი ჰარლემში სპორტული დარბაზის ფუნქციას ასრულებს.

პარასკევს, შემცირებული სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის ფონზე, ნიდერლანდების მთავრობამ მკაცრი კორონავირუსული ზომების შემსუბუქების გეგმები გამოაცხადა. ქვეყანამ შეზღუდვები ყოველდღიური ინფექციების რეკორდული დონის მიუხედავად შეამსუბუქა.

Bloomberg-ის რიგინალური სტატიის ავტორი: დიედერიკ ბაზილი