PlayStation-ის კონკურენტის, Microsoft-ის მიერ Activision-თან $69 მილიარდიანი გარიგების გამოაცხადების შემდეგ, Sony-ის აქციების ფასი 13%-ით დაეცა. ვარდნა კომპანიისთვის 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.
თამაშების გამომცემელ კომპანიასთან გარიგება Microsoft-ის Xbox Game Pass სერვისისთვის ინტელექტუალური საკუთრების აქტივებს უზრუნველყოფს. შესყიდვის გარიგებამ Sony-ის ღირებულება ერთ დღეში $20 მილიარდით შეამცირა.
სვლა, რომელიც გამომწერებს თამაშების მრავალფეროვანი პორტფოლიოთი მოიზიდავს, სერიოზულ კონკურენციას უწევს Sony-ის ტრადიციულ ბიზნეს მოდელს. კომპანია ძირითადად პოპულარულ ექსკლუზივებს და ტექნიკის გაყიდვებს ეყრდნობა. თამაშები და ქსელური სერვისები Sony-ის შემოსავლის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.
Microsoft-მა სამშაბათს განაცხადა, რომ Game Pass-ის სერვისისთვის 25 მილიონი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც Activision-ის თამაშების მაქსიმალურ რაოდენობას შესთავაზებს. წვდომით ისარგებლებენ PC Game Pass-ის მფლობელებიც. Activision-ს ეკუთვნის Call of Duty-ის, Diablo-ს and World of Warcraft-ის პოპულარული ფრენჩაიზები.
თამაშების ინდუსტრიის დანარჩენ ნაწილებში გამომცემლების აქციები Microsoft-ის განცხადების შემდეგ გაიზარდა. Capcom-ის და Square Enix-ის აქციების ფასი 3.7%-ით გაიზარდა ტოკიოს ვაჭრობაში. ანალიტიკოსები განვითარებას განიხილავენ, როგორც თამაშების კომპანიების ღირებულების ზრდას, რომლებიც ძლიერი შინაარსით და IP პორტფოლიოებით გამოირჩევიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაკაში მოჩიზუკი