LIVE

„რიყის დოქები“ ₾71 მილიონად იყიდება - ინვესტორს Business Brokerage ეძებს

18 იან 202214:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1007
„რიყის დოქები“ ₾71 მილიონად იყიდება - ინვესტორს Business Brokerage ეძებს

მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს.

„ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა სახელმწიფო საპრივატიზაციო ობიექტს რეკლამა დავუკვეთოთ, გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები. სამინისტროს ვეხმარებით უსასყიდლოდ ხოლო უცხოელი ინვესტორი გვიხდის საკომისიოს შეძენაში და შესაძლებელია ამ შეძენილი ბიზნესის მართვაში, ერთობლივად შემუშავებული ბიზნეს გეგმის რეალიზების მიზნით“,- ამბობს რომან ბოკერია.

საკითხთან დაკავშირებით „ბიზნეს ფორმულას“ ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ საბროკერო კომპანიასთან არ თანამშრომლობენ.

„სააგენტო, ეგრეთ წოდებული „რიყის დოქების“ პრივატიზაციის მიზნით არ თანამშრომლობს აღნიშნულ საბროკერო კომპანიასთან. ობიექტი სააგენტოს მიერ ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი იყო მიმდინარე წლის დასაწყისში და მისი საწყისი ღირებულება 30 000 000 ლარს შეადგენდა“,- აღნიშნავენ უწყებაში. 

აღსანიშნავია, რომ "რიყის დოქების" 1 ლარად შეძენის სურვილი აქვს სწრაფი კვების რესტორან "ენდორფინს". კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ობიექტის გასტრონომიული მიმართულებით განვითარება საქართველოში ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

შეგახსენებთ, ქონების სააგენტომ "რიყის დოქების" გაყიდვის მიზნით 5 უშედეგო აუქციონი გამოაცხადა. ობიექტი გასაყიდად მეხუთედ 29 დეკემბერს, თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით 65 მილიონი ლარით ნაკლებ ფასად გამოიტანეს.  

„საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ასევე ცდილობს Georgian Airways-ის $150 მილიონად გაყიდვას