LIVE

ფაუჩი: ნაადრევია თქმა, რომ ომიკრონი პანდემიის დასრულების მაცნეა

17 იან 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1003
ფაუჩი: ნაადრევია თქმა, რომ ომიკრონი პანდემიის დასრულების მაცნეა
Bloomberg

ენტონი ფაუჩის განცხადებით, ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა ომიკრონის ვარიანტი Covid-19-ის პანდემიიდან ენდემურ დონეზე გადასვლის მაცნე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დავოსის დღის წესრიგის ონლაინ კონფერენციაზე ისაუბრა. 

ზოგიერთი მეცნიერი და მთავრობის წარმომადგენელი გამოთქვამს ოპტიმისტურ ვარაუდს, რომ ომიკრონის სწრაფი გავრცელება და უფრო მსუბუქი მიმდინარეობა შეიძლება მიუთითებდეს ვირუსთან ცხოვრების სწავლაზე. Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ ცხოვრება შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას.

ფაუჩის თქმით, ომიკრონი იმდენად გადამდებია, რომ ინფექციების დიდმა რაოდენობამ შეიძლება საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ შტამი უფრო მსუბუქ ავადმყოფობას იწვევს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ყოვლისმომცველი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ვიდრე მის ყოველ ახალ ვარიანტზე. ამის გამო, კვლევები მიმართული უნდა იყოს ვაქცინაზე, რომელსაც შეუძლია მუტაციებისგან ფართო დაცვა უზრუნველყოს. 

იმავე პანელზე გამოსვლისას Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა იმედი გამოთქვა, ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა მალე იქნება მზად და დასამტკიცებლად მარტში მარეგულირებლებს გაუზიარებს.  

ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს Pfizer-იც. გასულ კვირას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ ომიკრონის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინა საჭიროა და ის შეიძლება კომპანიას მზად მარტისთვის ჰქონდეს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენდი ჰოფმანი და კორინ გრეტლერი