LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

17 იან 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 655
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0775 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.36 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5183 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5268 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.