LIVE

Scream-მა Spider-Man-ს აჯობა

17 იან 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 975
Scream-მა Spider-Man-ს აჯობა
Paramount Pictures

Scream-ის ახალმა ვერსიამ კანადისა და აშშ-ს სალაროებში Spider-Man: No Way Home ჩაანაცვლა, რომელიც პანდემიის ეპოქის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.

Scream-მა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში ბილეთების გაყიდვით $30.6 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც Boxoffice Pro-ს $29.8 მილიონიან პროგნოზს აჭარბებს. პარალელურად, Sony-ის No Way Home-მა $20.8 მილიონი გამოიმუშავა, $19.9 მილიონიან პროგნოზთან შედარებით.

ჰორორის ჟანრის ფრენჩაიზმა დააბრუნა ორიგინალური ქასთი კორტნი კოქსისა და დევიდ არკეტის ჩათვლით. სიუჟეტი ეხება ახალ მკვლელს, რომელიც მიზანში ქალაქ ვუდსბოროში მცხოვრებ მოზარდებს იღებს. Rotten Tomatoes-ს მიხედვით, კრიტიკოსების დაახლოებით სამი მეოთხედი ფილმს რეკომენდაციას უწევს.

ჰოლივუდი 2022 წელს დიდი ფილმების დებიუტით ექსკლუზიურად კინოეატრებში გეგმავს დაბრუნებას. თუმცა, Covid ინფექციების მზარდი შემთხვევების გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აშშ-სა და კანადის კინოთეატრები 2019 წლის შემოსავალს, $11.4 მილიარდს მიუახლოვდებიან.

Bloomberg Intelligence-ი მიმდინარე წელს ორივე ქვეყანაში დაახლოებით $8 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან ეკჰაუსი