ინდოეთის უმდიდრესმა ადამიანებმა Covid-19-ის კრიზისის დროს ქონება გააორმაგეს. Oxfam Davos 2022 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებამ ქვეყანაში სიმდიდრის გადანაწილების მიზნით პოლიტიკას უნდა გადახედოს.
გასულ წელს, როდესაც ინფექციების მეორე ტალღამ ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და კრემატორიუმები გადატვირთა, ინდოეთის 142 მილიარდერს კიდევ 40 დაემატა. ისინი თითქმის $720 მილიარდის საერთო ქონებას ფლობენ, რაც უღარიბესი მოსახლეობის 40%-ის ქონებაზე მეტია.
სიმდიდრე გლობალურად გაიზარდა პანდემიის დროს, რადგან გაიზარდა ყველაფრის ღირებულება აქციების, საქონლისა და კრიპტოვალუტების ჩათვლით. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის წმინდა ქონება $1 ტრილიონამდე გაიზარდა.
Oxfam-ის მონაცემებით, ინდოეთი, სადაც უმუშევრობა გასული წლის მაისში 15%-მდე გაიზარდა, ახლა უფრო მეტ მილიარდერს ითვლის, ვიდრე საფრანგეთი, შვედეთი და შვეიცარია ერთად.
ორგანიზაცია ქვეყნის მთავრობას რეკომენდაციას უწევს დააწესოს 1%-იანი გადასახადი მოსახლეობის უმდიდრეს 10%-ზე. Oxfam-ი აღნიშნავს, რომ ინდოეთის 10 უმდიდრესი მილიარდერის ქონება 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სკოლის და უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად საკმარისი იქნება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არჩანა ჩოდარი