LIVE

ავსტრია მარტიდან აუცრელებს €3 600-ით დააჯარიმებს

16 იან 202219:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1307
ავსტრია მარტიდან აუცრელებს €3 600-ით დააჯარიმებს
Bloomberg

ავსტრია არავაქცინირებულებისთვის ჯარიმებს მარტის შუა რიცხვებიდან დააწესებს. ამის შესახებ კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

ავსტრიის ლიდერი განცხადებით ადამიანებს, რომლებსაც აცრა არ სურთ 3,600 ევროს ოდენობის ჯარიმები ემუქრებათ. მანდატი გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ზრდასრულზე, გარდა შემთხვევებისა, როცა სამედიცინო გამონაკლისია მინიჭებული.

ავსტრიის პოლიტიკას ყურადღებით აკვირდებიან მსგავსი მოდელის ამბიციების მქონე ევროკავშირის სხვა ქვეყნები. იტალიამ ვაქცინის მანდატი 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დააწესა, საბერძნეთი კი იმ ხანდაზმულების დაჯარიმებას დაიწყებს, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ.

ავსტრიის პოლიტიკის პირველ ეტაპზე არავაქცინირებული მიიღებს წერილობით შეტყობინებას. მარტის შუა რიცხვებიდან პოლიცია და სხვა ოფიციალური პირები დაიწყებენ ვაქცინის სტატუსის შემოწმებას, ჯარიმების დაწესებას და საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაციის დანიშვნას. განგრძობადი წინააღმდეგობა ერთი თვის შემდეგ კიდევ 600 ევროს ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს.

ჯარიმები შეიძლება გაუქმდეს ვაქცინის მიღებით იდენტიფიცირებიდან ორი კვირის განმავლობაში.

შაბათს გეგმის გასაპროტესტებლად ვენის ქუჩებში 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტონ ედერი