LIVE

ომიკრონი აუცრელებისთვისაც კი შედარებით მსუბუქი შტამია - კვლევა

16 იან 202217:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 1131
ომიკრონი აუცრელებისთვისაც კი შედარებით მსუბუქი შტამია - კვლევა
Dwayne Senior/Bloomberg

დელტა შტამთან შედარებით, Covid-19-ის ომიკრონ ვარიანტი ნაკლებად იწვევს დაავადების გართულებას. ამ დასკვნამდე სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში ჩატარებული კვლევის ავტორები მივიდნენ. 

მიგნება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი უფრო ინფექციურია, ის შეიძლება ნაკლებად ვირულენტური იყოს, ვიდრე მისი ზოგიერთი წინამორბედი ვარიანტები. სამხრეთ აფრიკის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში, სადაც ომიკრონის აფეთქება პირველად გამოვლინდა, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კვლევას სამეცნიერო შეფასება (peer review) ჯერ არ გაუვლია. მეცნიერებმა პროვინციის საავადმყოფოების მონაცემები გაანალიზეს და აღმოაჩინეს, დიაგნოზით დასმიდან 14 დღის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი 8%-ია, მაშინ, როცა წინა სამი ტალღის დროს, ეს რიცხვი 16.5% იყო. 

მკვლევრები ჯანდაცვის უწყებებს აფრთხილებენ, რომ ომიკრონის ინფექციური ბუნების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები ჯერ კიდევ მზად უნდა იყვნენ პაციენტების მატებისთვის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანტონი სგუაცინი