LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

13 იან 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 761
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0866 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0875 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.09 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5376 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5065 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.11 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.