საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0875 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0893 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.18 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5065 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5002 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.