კიმ კარდაშიანს და ფლოიდ მეივეზერს კრიპტოინვესტორები EthereumMax-თან დაკავშირებული თაღლითობისთვის უჩივიან.
რეალითი შოუს ვარსკვლავს და კრივში ყოფილ ჩემპიონს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული მონეტის რეკლამისთვის უხდიდნენ. როგორც საჩივარშია ნათქვამი, ამან კრიპტოენთუზიასტებს წამგებიანი ინვესტიციისკენ უბიძგა.
კარდაშიანი სექტემბერში გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა დაადანაშაულა ინსტაგრამზე 250 მილიონი გამომწერის კრიპტო ბაბლში შეტყუებაში. მარეგულირებლის თანახმად, კარდაშიანი ამას სწრაფი გამდიდრების ილუზიის შექმნით აკეთებდა.
კრიპტოვალუტების რეკლამირების გამომარეგულირებლებთან პრობლემები შეექმნა მეივეზერსაც. SEC-მა ის 2018 წელს სოციალურ მედიაში მონეტების პირველადი შეთავაზების რეკლამირების გამო დააჯარიმა, რადგან მას არ გაუმჟღავნებია, რომ ამისთვის გადაუხადეს.
EMAX სარჩელში აღწერილია, როგორც სპეკულაციური ციფრული მონეტა, რომელიც კრიპტოვალუტის დეველოპერების იდუმალი ჯგუფის მიერ არის შექმნილი. მისი შემქმნელები და ბრალდებულები საქმეში არ არიან მოხსენიებული.
საქმე წარდგენილია, როგორც ჯგუფური სარჩელი თითოეული იმ ადამიანის სახელით, ვინც EMAX მონეტები მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე პერიოდში შეიძინა. მონეტის ინვესტორები EMAX-ის შესყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობის ანაზღაურებას ითხოვენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ ბულმბერგი