LIVE

ჩინეთი ზამთრის ოლიმპიადაზე ციფრულ იუანს გამოცდის

12 იან 202217:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
ჩინეთი ზამთრის ოლიმპიადაზე ციფრულ იუანს გამოცდის
Bloomberg

ჩინეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წინ სპორტსმენებისა და მაყურებლებისთვის ციფრულ იუანს ხდის ხელმისაწვდომს. ეს ციფრული ვალუტისთვის პირველი დიდი ტესტი იქნება უცხოელების მხრიდან მიმღებლობის შესამოწმებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება უკვე დატვირთულია დიპლომატიური ბოიკოტებითა და ვირუსის გავრცელების საფრთხით, ჩინეთი ცდილობს თამაშები ციფრული იუანის გლობალური პოტენციალის გამოსავლენად გამოიყენოს.

ვიზიტორებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ აპლიკაცია ან მიიღონ ფიზიკური ბარათი, რომელიც ციფრულ იუანს შეინახავს. ისინი ასევე შეძლებენ თვითმომსახურების აპარატებით უცხოური ბანკნოტები e-CNY-ში გადაცვალონ.

თუმცა, რამდენად მიიღებენ უცხოელი სპორტსმენები ციფრულ იუანს გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობის და მონაცემთა უსაფრთხოების რისკების გამო, ჯერ კიდევ გასარკვევია. სამმა ამერიკელმა სენატორმა ივლისში უკვე მოუწოდა აშშ-ს ოლიმპიურ კომიტეტს, აეკრძალა ამერიკელი სპორტსმენებისთვის ციფრული იუანის გამოყენება.

ოლიმპიური სოფელში მაღაზიები, კაფეები და სხვა სავაჭრო ობიექტები უკვე აღჭურვილია აპარატებით, რომლებიც ციფრული იუანით გადახდებს იღებენ. მათ შორის არის მაღაზიები რკინიგზის სადგურებზე, რომლებიც თამაშების ლოკაციებთან ახლოსაა.

ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც ოფიციალურად 4 თებერვალს იწყება, განიხილება, როგორც ჩინეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობა, გაზარდოს e-CNY-ის ცნობადობა. მარეგულირებელი 2020 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტავს ციფრული იუანს, რომელმაც ამ დრომდე სტაბილური პროგრესი აჩვენა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია