LIVE

Pfizer-ი ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვებას მარტში გეგმავს

11 იან 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1275
Pfizer-ი ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვებას მარტში გეგმავს

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ COVID-19-ის შტამ ომიკრონის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინა  საჭიროა და ის შეიძლება კომპანიას მზად მარტისთვის ჰქონდეს. 

ბურლას თქმით, Pfizer-ი და პარტნიორი კომპანია BioNTech  მუშაობენ როგორც ომიკრონის მიზნობრივი ვაქცინაზე, ასევე პრეპარატზე, რომელიც მოიცავს როგორც წინა ვაქცინას და ომიკრონის ვაქცინის კომბინაციას. 

Pfizer-ი ახალი ვაქცინის დასამტკიცებლად აშშ-ს წამლის მარეგულირებელ ორგანოს, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში მიმართავენ. 

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, COVID-19 ვაქცინები საბოლოოდ შეიძლება გახდეს ყოველწლიური ვაქცინა ადამიანების დიდი ნაწილისთვის, ხოლო ზოგიერთი მაღალი რისკის ჯგუფს შეიძლება უფრო ხშირი აცრის უფლება ჰქონდეს. 

კვლევებით, უკვე არსებული ვაქცინები მძიმე ავადმყოფობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან კარგი დაცვის შესაძლებლობად რჩება, განსაკუთრებით "ბუსტერ" დოზით აცრის შემდეგ. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის წინასწარი მონაცემების თანახმად, Covid ვაქცინის გამაძლიერებლები ომიკრონის ვარიანტისგან დაცვას 75%-მდე ზრდიან.