LIVE

ღარიბაშვილი: მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ კვირაში მივიღებთ

10 იან 202211:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 1126
ღარიბაშვილი: მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ კვირაში მივიღებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებებს მიმდინარე კვირაში მიიღებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ წინაპირობა თურქული ბაზრის გახსნა იქნება.

„მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიშზე კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით მედიკამენტების ფასებს ძალიან გააიაფებს. გარდა ამისა, ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.