LIVE

ომიკრონმა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა შესაძლოა, $48 მილიარდით აზარალოს

09 იან 202217:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1048
ომიკრონმა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა შესაძლოა, $48 მილიარდით აზარალოს
Bloomberg

The Sunday Times-ის თანახმად, Covid-19-ის დაავადებითა და სავალდებულო იზოლაციით გამოწვეულმა პერსონალის დეფიციტმა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში შესაძლოა, იანვარსა და თებერვალში $48 მილიარდის ზარალი გამოიწვიოს.

სამსახურში გაუსვლელობის მთავრობის 25%-იან პროგნოზზე დაყრდნობით, ზარალი მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8%-ის ეკვივალენტური იქნება.

თუნდაც უფრო კონსერვატიული შეფასებით, სამსახურში არგასვლის 8%-იანი  პროგნოზით, მშპ-ს 2.6% დაიკარგება. ზარალი წარმოებაში, სავარაუდოდ, 10.2 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

CEBR-ის განცხადებით, ზარალის დიდი ნაწილის ანაზღაურება შეიძლება დანარჩენი წლის განმავლობაში მოხერხდეს.

უაღრესად გადამდები ომიკრონის ვარიანტით გამოწვეული ინფექციების მზარდი რაოდენობა ზეწოლას ახდენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე და ბიზნესზე. დიდი ბრიტანეთის ბიზნესები დასაქმებულების მიერ სამსახურის დატოვების მზარდი ტენდენციას განიცდიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეირდრი ჰიპველი