LIVE

ნიუ-იორკმა Covid-19-ით ინფიცირების 4 მილიონიანი ზღვარი გადალახა

09 იან 202214:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 979
ნიუ-იორკმა Covid-19-ით ინფიცირების 4 მილიონიანი ზღვარი გადალახა
Bloomberg

შაბათს ნიუ-იორკმა რეკორდული 90,132 ახალი Covid-19-ის შემთხვევა დააფიქსირა. შტატმა პანდემიის დაწყებიდან შემთხვევების 4 მილიონიანი ზღვარი გადალახა.

გარდაიცვალა 154 ადამიანი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია თითქმის ერთი წლის განმავლობაში. ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა 11,843-მდე, შტატის ჯანდაცვის სისტემა კი მნიშვნელოვნად გადატვირთული რჩება.

ტესტირება წინა დღის მაჩვენებლიდან 425 782-მდე გაიზარდა , საიდანაც 21.17% დადებითი იყო. რიცხვი შეესაბამება წინა დღის პოზიტიურობის მაჩვენებელს.

Johns Hopkins University-ის და Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, ნიუ-იორკი მეოთხე შტატია, რომელმაც ინფიცირების 4 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. სიაში კალიფორნიის, ტეხასისა და ფლორიდის შტატებიც მოხვდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან ფიშერი