LIVE

პოლონეთის უოტერგეიტი: ქვეყანას ჰაკერული პროგრამული უზრუნველყოფა აქვს

08 იან 202217:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
პოლონეთის უოტერგეიტი: ქვეყანას ჰაკერული პროგრამული უზრუნველყოფა აქვს

იაროსლავ კაჩინსკიმ, პოლონეთის მმართველი “კანონისა და სამართლიანობის” (PiS) პარტიის თავმჯდომარემ და ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერმა, დაადასტურა, რომ მთავრობას Pegasus-ის ჰაკერული პროგრამული სისტემა აქვს, მაგრამ უარყო მისი გამოყენება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში.

“ცუდი იქნებოდა, პოლონურ სამსახურებს რომ არ ჰქონოდათ ამ ტიპის ინსტრუმენტი”, - თქვა კაჩინსკიმ გაზეთ Sieci-თან ინტერვიუში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც PiS-ის მაღალი დონის პოლიტიკოსმა სისტემის ფლობა დაადასტურა. ამ დრომდე პარტიული და ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფდნენ ასეთ შესაძლებლობას. გასულ თვეში კაჩინსკიმაც უარყო, რომ რაიმე იცოდა პროგრამის შესახებ.

Citizen Lab-ის თანახმად Pegasus-ი გამოიყენებოდა პოლონელი ჟურნალისტების, ადვოკატებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. კაჩინსკიმ უარყო ეს ბრალდებები და თქვა, რომ “ისტორიები Pegasus-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ სისულელეა”.

“შედეგები შოკისმომგვრელია, მაგრამ გასაკვირი არაა. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ ზოგადად პოლონეთის სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით მუდმივი და სერიოზული შეშფოთების კონტექსტში მთავრობის საქმიანობის შესახებ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში”, - ნათქვამია პოლონეთში Amnesty International-ის დირექტორის განცხადებაში.

Pegasus-ი შემუშავებულია ისრაელის კომპანია NSO Group-ის მიერ და ძირითადად სამთავრობო უწყებებზე იყიდება. ის წვდომას იძენს ტელეფონებზე, თეორიულად კრიმინალთან და ტერორიზმთან საბრძოლველად, მაგრამ მისი გამოყენების ირგვლივ დაპირისპირება წლების განმავლობაში გაგრძელდა.

გასულ ზაფხულს დაიწყო გამოძიებამ სახელწოდებით Pegasus Project დაადგინა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა 50-ზე მეტ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, იურისტების, ჟურნალისტებისა და სხვების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.