LIVE

წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდ.კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

05 იან 202220:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 937
წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდ.კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით ორი თვის შემდეგ პირველად ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. მანამდე კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან შეჩერებულ ბირთვულ მოლაპარაკებებზე დაბრუნება მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია.

სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ხმელეთიდან აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში გაუშვა. ტოკიოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რაკეტამ დაახლოებით 500კმ იფრინა და იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ დაეშვა. ფრენის მარშრუტი მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭომ შეხვედრა მოიწვია და განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტის გაშვებით “შეშფოთებულია”. ჯგუფმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს “ამჟამინდელი დაძაბულობის განმუხტვას”.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო დიდი გამოცდა ოქტომბერში გახორციელა, როდესაც გამოცადა ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა მისი ერთ-ერთი წყალქვეშა ნავიდან - ის პოტენციურად ამცირებს დროს, როდესაც აშშ-ს და მოკავშირე ძალებს რეგიონში შეუძლიათ გადამჭრელების განლაგება რეალური თავდასხმის შემთხვევაში.

ბალისტიკური რაკეტების უახლესმა გამოცდებმა შეახსენა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ კიმ ჩენ ინის ბირთვული არსენალი შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება. ფხენიანი გულგრილად გამოეხმაურა ვაშინგტონის შეთავაზებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შესახებ და ბაიდენის ადმინისტრაცია “დიალოგისკენ მოწოდების მიუხედავად დაპირისპირებაში ჩართვაში” დაადანაშაულა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ-ჰო ლი და იზაბელ რეინოლდსი