LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

05 იან 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0964 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0883 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.81 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5023 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4913 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.10 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.