LIVE

ნოემბერში 4.5 მილიონი ამერიკელი წამოვიდა სამსახურიდან

05 იან 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 732
ნოემბერში 4.5 მილიონი ამერიკელი წამოვიდა სამსახურიდან

ნოემბერში ამერიკელების რეკორდული რაოდენობა, 4.5 მილიონი ადამიანი წამოვიდა სამსახურიდან. გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა ზრდას ინარჩუნებს, რაც შრომის ბაზრიდან მუდმივ გადინებას უსვამს ხაზს.

ინდუსტრიებში სამსახურის დატოვების მაჩვენებელი 3%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად 2000 წლის მონაცემებს ემთხვევა. ამავდროულად, ხელმისაწვდომი პოზიციების რაოდენობა 10,6 მილიონამდე ჩამოვიდა ოქტომბრის 11.1 მილიონიდან.

Bloomberg-ის ეკონომისტთა გამოკითხვის პროგნოზის მიხედვით ვაკანსიები 11,1 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. მიუხედავად იმის, რომ ვარდნა აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი იყო, სამუშაო ადგილების ზრდა პრეპანდემიურ დონეზე მაინც ბევრად მაღალია.

სამსახურის დატოვების უპრეცედენტო ზრდა დამსაქმებლების მიერ დასაქმებულების შენარჩუნების პრობლემებზე მიგვანიშნებს. თუმცა, კომპანიებში დაქირავების თვიური ზრდა ვაკანსიების შევსების მხრივ სულ მცირე გარკვეული პროგრესის ნიშანია.

მონაცემები წინ უსწრებს შრომის დეპარტამენტის დასაქმების ყოველთვიურ ანგარიშს. დეპარტამენტის პროგნოზის თანახმად, დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა 420,000 ახალი სამუშაო ადგილი დაამატა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია როკმანი