LIVE

ყაზახეთში მომიტინგეები ალმათის მერიის შენობაში შეიჭრნენ

05 იან 202213:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1230
ყაზახეთში მომიტინგეები ალმათის მერიის შენობაში შეიჭრნენ
Reuters

ყაზახეთში, ალმათის ცენტრში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ძალადობრივი შეტაკებები განახლდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეებმა ალმათის პროკურატურის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს მომიტინგეებმა აკტობეშიც.

Telegram-ის არხის Mash-ის ცნობით, არეულობის დროს 95 პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა 37 მანქანა, დააკავეს 200-ზე მეტი ადამიანი და მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის 13 საქმე აღიძრა. tass-ის ცნობით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ალმათის საავადმყოფოებს სულ 190-მა ადამიანმა მიმართა.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება. გაზის გაძვირების გამო ხალხი ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. მოქალაქეები პრეზიდენტის და  მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება ალიხან ასხანოვიჩ სმილოვს დაავალა.