LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

03 იან 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1129
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0887 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0892 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.05 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5072 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4991 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.