LIVE

Covid-19-ის შემთხვევები მსოფლიოში რეკორდულად გაიზარდა

03 იან 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 673
Covid-19-ის შემთხვევები მსოფლიოში რეკორდულად გაიზარდა

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Covid-19-ის დიაგნოზი მსოფლიოში რეკორდულ 10 მილიონ ადამიანს დაუსვეს. ომიკრონის გავრცელების ფონზე, რიცხვი თითქმის გაორმაგებულია პანდემიის წინა ყოველკვირეულ უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ყოველკვირეული სიკვდილიანობა კვლავ იკლებს.

რუსეთში ჯერჯერობით ივნისის შემდეგ ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  დაფიქსირდა, ხოლო ირანში Covid-19-ის სიკვდილიანობა მარტის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. გერმანია მზარდი ინფექციების ფონზე ახალ ზომების მიღებას განიხილავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ომიკრონის 147 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია