LIVE

ერდოღანმა და პუტინმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს

03 იან 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 717
ერდოღანმა და პუტინმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს
Sputnik/Vladimir Smirnov/Pool via Reuters

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ მოვლენებზე ისაუბრეს. განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანის კომუნიკაციების სამსახურმა გაავრცელა. 

ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა კავკასიაში, სირიასა და ლიბიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. მათ ასევე დაადასტურეს რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გადაწყვეტილება.

თურქეთმა და რუსეთმა მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარეს ენერგეტიკის, ტურიზმისა და თავდაცვის სფეროებში მიუხედავად სირიაში მეტოქეობისა, ასევე ლიბიასა და მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტებში განსხვავებული პოზიციებისა.

ნატოს წევრმა თურქეთმა 2019 წელს რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემები იყიდა, რამაც აშშ-ის სანქციები გამოიწვია.

იმავდროულად, თურქეთმა ნატო-ს დანარჩენ წევრებთან ერთად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.