LIVE

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

03 იან 202210:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Ken Cedeno/UPI/Bloomberg

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ აშშ და მოკავშირეები “გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას”, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.

ლიდერებმა დიპლომატიური ძალისხმევისთვის შეხვედრების სერიას მხარი დაუჭირეს. რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები მიმავალი კვირიდან დაიწყება.

30 დეკემბერს ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და გააფრთხილა, რომ რუსული ჯარების ნებისმიერ წინსვლას უპრეცედენტო ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები მოჰყვებოდა.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა განიხილეს საპასუხო ზომების შესაძლო ვარიანტები, რაც შეიძლება მოიცავდეს სანქციებს რუსეთის ბანკებზე და საქონლის ექსპორტზე. ყველაზე მძიმე და ეკონომიკურად მტკივნეული რუსეთის საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან ამოღება იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენი ლეონარდი