ჩინეთმა 2021 წლის მესამე კვარტალში საგარეო ვალი $16,7 მილიარდით გაზარდა.
სექტემბრის ბოლოს ჩინეთის $2,7 ტრილიონიანი საგარეო ვალის დაახლოებით 47% საშუალო და გრძელვადიანი ვალდებულებებია, რაც სამი პროცენტით მეტია ივნისის მაჩვენებელზე.
საგარეო ვალუტის სახელმწიფო ადმინისტრაციის სპიკერის, ვანგ ჩუნინგის განცხადებით, უცხოელი ინვესტორების მიერ ადგილობრივი ობლიგაციების გაზრდილი საკუთრება ასახავს ქვეყნის მიღწევებს ფინანსური ბაზრების გახსნაში და მათ ნდობას ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ.
ვანგის თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს ჩინეთის საგარეო ვალის მასშტაბისა და სტრუქტურის მჭიდროდ მონიტორინგს და გააკონტროლებს უცხოური კაპიტალის შემოდინების რისკებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია