ნიუ-იორკმა შაბათს Covid-19-ის ინფექციების ახალი რეკორდი, დღეში 85,476 ახალი შემთხვევა დააფიქსირა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და Bloomberg-ის მონაცემებით, ეს რიცხვი შედარებულია 1 დეკემბრის 6700 ახალი შემთხვევის დღიურ საშუალო მაჩვენებელთან. აღსანიშნავია, რომ შაბათის რიცხვი თითქმის 9000-ით მეტია, ვიდრე წინა დღეს ფიქსირდებოდა.
ნიუ-იორკის შტატმა ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დააფიქსირა შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც 100,000 ადამიანზე 419 შემთხვევას უდრის.
შაბათს გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც და 532 პაციენტიდან 8,451-ს მიაღწია. დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა 22,24%-მდე. დაიღუპა კიდევ 88 ადამიანი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან ფიშერი