LIVE

₾100 000 გათამაშდა - ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დასრულდა

31 დეკ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1723
₾100 000 გათამაშდა - ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დასრულდა

საქართველოში ვაქცინირებული 1 222 349 მოქალაქიდან ერთ-ერთმა 100 000 ლარი მოიგო. 

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის "აიცერი და მოიგეს" შემაჯამებელი გათამაშება დღეს გაიმართა, რომელშიც "ფაიზერის" ვაქცინით აცრილმა მოქალაქემ გაიმარჯვა. 

ლატარიის ფარგლებში ჯამურად 2.8 მილიონი ლარი გათამაშდა. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გეგმა, 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის სრულად ვაქცინაციასთან დაკავშირებით, არ შესრულდა. უახლესი მონაცემებით, სრულად ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინირებული. ამასთან, იგეგმება ვაქცინაციის გეგმის გადახედვა და ახალი სამიზნე ივლისისთვის 70%-ზე ასვლა იქნება.