LIVE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 დეკ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0892 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0976 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.84 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4991 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5040 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.