LIVE

თურნავა: 2022 დაჩქარებული განვითარების წელი იქნება

31 დეკ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
თურნავა: 2022 დაჩქარებული განვითარების წელი იქნება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2022 წელი დაჩქარებული განვითარების წელი იქნება. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წელს ორნიშნა ზრდით დავასრულებთ.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი მხრიდან, რომ 2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, პოზიტიური დინამიკაა თითქმის ყველა დარგში.

„ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა - ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი 11 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ია. 

შეგახსენებთ, მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, პანდემიურ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა.