LIVE

წელს ₾300 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

31 დეკ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1332

წელს, დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, 303 500 000 მლნ ლარის ღირებულების 1000-ზე მეტი ობიექტი გაიყიდა და იჯარით გასცა.

ქონების სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში 2,426 ელექტრონული აუქციონი ჩატარდა და პრივატიზებულია მხოლოდ 6 სახელმწიფო საწარმო. 

პრივატიზებული სახელმწიფო საწარმოები შემდეგია:

  • შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის’’ (ს/ნ 204379074) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი
  • შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ (ს/კ 215592446) პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 49% წილი
  • შპს „საზღვაო ტექსერვისის" (ს/ნ 245431206) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი
  • სს ,,მცხეთის" (ს/ნ 236033136) პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  3372 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 0.47075%)
  • სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) პარტნიორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 27 246 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 51 %)
  • სს „ხაშურის მინის ტარას“ (ს/ნ 243855734) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 633 211 ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 23,09346%) პირდაპირი მიყიდვის ფორმით,  (შვიდას ორმოცდაშვიდი ათას ას ოთხმოცდაცხრა) ლარად. 

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება შემდეგია:

  • ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი / 30,063,000 ლარი
  • ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ არსებული 2298.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი / 19,155,000 ლარი
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში არსებული 223936.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 771702 კვ.მ. და 634954 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები / 22,160,000 ლარი
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში, ნინოწმინდაში და უდაბნოში მდებარე 35 ერთეული მიწის ნაკვეთი / 11,088,000 ლარი
  • თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირზე, N 89/24-ში ლიტ. "ა"-ს შენობაში არსებული სარდაფი 155.35 კვ.მ., 1 სართულზე არსებული 123.32 კვ.მ.; 2 სართულზე არსებული 820.27 კვ.მ. მე-4 სართულზე არსებული 889.05 კვ.მ., მე-5 სართულზე არსებული 917.07 კვ.მ., მე-6 სართულზე არსებული 898.86 კვ.მ., მანსარდი 92.03 კვ.მ., შენობა N2 განაშენიანების ფართით 102.17 კვ.მ ფართებისა და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ასევე ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირი N 89-99-ის მიმდებარედ, (ნაკვეთი 06/051); ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირი N 89-99 მიმდებარედ არსებული 228.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ღია ტერასა) / 8,810,000 ლარი
  • მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ არსებული 63316.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (დანგრეული) შენობა-ნაგებობა / 5,251,000 ლარი
  • თბილისში, ვანის ქუჩა N1-სმიმდებარედ  11 286 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა /3,905,000 ლარი
  • თბილისში, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ ტერიტორიაზე არსებული 6585კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა / 3,385,000 ლარი
  • რუსთავში, XXI მიკრო/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 56098.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი / 3,369,000 ლარი
  • თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ არსებული არსებული 4404 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N5 შენობა-ნაგებობები / 3,235,000 ლარი

აღსანიშნავია, რომ წელს არაერთი მცდელობის მიუხედავად, რიყის დოქები ვერ გაიყიდა. ამასთან, მთავრობა ელის, რომ მომავალ წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარს მიიღებს.