LIVE

წელს საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 დეკ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 840
წელს საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი 11 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ია.

2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შემდეგ დარგებში შეინიშნებოდა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

შეგახსენებთ, მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, პანდემიურ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა.