ჩინეთი სჯის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ ქალაქ სიანში დაწესებულ უახლეს კოვიდრეგულაციებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა სუნ ჩუნლანმა თქვა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს უფრო მიზანმიმართული და ძალისმიერი ზომები და საკარანტინო კონტროლი გააძლიეროს.
ერთ-ერთმა მამაკაცს, რომელიც ქალაქიდან გასვლას მდინარე ვეის გადალახვით ცდილობდა, გაფრთხილება მიეცა, ხოლო მეორე პირი, რომელიც საზოგადოებრივი ველოსიპედით 80 კილომეტრით გადაადგილდა, დააჯარიმეს და გაგზავნეს კარანტინში.
მამაკაცი, რომელმაც 100 კილომეტრი გაიარა აეროპორტიდან ახლომდებარე საგრაფომდე, პოლიციამ ასევე გაგზავნა კარანტინში და დაუზუსტებელი სასჯელი გამოუცხადა.
სიანში "ლოკდაუნი" 23 დეკემბერს გამოცხადდა, რაც ჩინეთის მხრიდან ყველაზე დრამატული ნაბიჯია მას შემდეგ, რაც უჰანში პანდემია დაიწყო. ქალაქში ჩატარდა მასობრივი ტესტირების რამდენიმე სერია, ხელისუფლება ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, მოსახლეობს აეკრძალა ავტომობილების მართვა და შეზღუდულია გადაადგილება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში მასშტაბური დეზინფექციაც ჩაატარა.
ქვეყანა ცდილობს, რომ ინფიცირების დაბალი მაჩვენებლით შეხვდეს ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც 2022 წლის 4 თებერვალს იწყება.
Bloomberg-ის მიხედვით, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ აგრესიულად ცდილობს მკაცრი რეგულაციებით ვირუსის შეკავებას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია