LIVE

ევროპას ელექტროენერგია 2021 წელს რეკორდულად ძვირი დაუჯდა

02 იან 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 908
ევროპას ელექტროენერგია 2021 წელს რეკორდულად ძვირი დაუჯდა
Bloomberg

ევროპას არასოდეს გადაუხდია ელექტროენერგიისთვის იმდენი, რამდენიც 2021 წელს გადაიხადა.

ელექტროენერგიის მიწოდების საშუალო ღირებულება 200%-იანი ზრდით წელიწადს რეკორდულ დონეზე დაასრულებს. ეს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება სკანდინავიის რეგიონს, აქ ხარჯები წინა წელთან შედარებით 470%-ით არის გაზრდილი.

2022 წელს რიგითი მომხმარებლები და მძიმე ინდუსტრიული მწარმოებლები ენერგიის მზარდი გადასახადებით შეხვდებიან. საფრანგეთიდან ესპანეთამდე ლითონების ქარხნები იძულებულნი არიან შეზღუდონ გამოშვება. სასუქების ზოგიერთ მწარმოებელს წარმოების პროცესის მთლიანად შეწყვეტაც კი მოუწია.

ევროპის ენერგეტიკული კრიზისი ბუნებრივი აირის დეფიციტს მოჰყვა, რომელზე მოთხოვნაც 2020 წლის პანდემიური ჩაკეტვების შემდეგ აღდგა. კრიზისის ასევე გაამწვავა საშუალოზე დაბალმა ქარის სიჩქარემ და ატომური ელექტროსადგურების გათიშვებმა, რამაც რეგიონის ენერგეტიკული კომპანიები აიძულა დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის დაწვაზე გადასულიყვნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილ მატისი