LIVE

ავსტრიამ შესაძლოა საავადმყოფოებთან ანტივაქსერული პროტესტი აკრძალოს

30 დეკ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
ავსტრიამ შესაძლოა საავადმყოფოებთან ანტივაქსერული პროტესტი აკრძალოს

ავსტრია სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკის გამო აღშფოთების ფონზე, საავადმყოფოებთან დემონსტრაციების აკრძალვას განიხილავს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის განცხადებით, სამთავრობო კანონპროექტმა შესაძლოა შეზღუდოს საპროტესტო აქციები, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის შეფერხება. 

ქვეყნის მიერ მიღებული ზომები ვაქცინაციის მაჩვენებლის 74%-მდე გაზრდას ემსახურება. Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, ავსტრიელთა დაახლოებით 59% მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას. მიუხედავად ამისა, ვენაში საპროტესტო აქციებზე, რომელსაც მხარს ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია უჭერს, ათიათასობით ადამიანი გამოდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტონ ედერი